რამდენი ავარია მოხდა რუსთავში

2018-12-03 19:52:54

"ინფო რუსთავი"-ს ობიექტივში ნოემბრის თვეში, ქალაქის მასშტაბით, 12 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა.

ავარიების შედეგად დაშავებულია 7 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია ერთი.
სიჩქარის გადაჭარბებისა და მძღოლების უყურადღებობის გამო რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე 2 შემთხვევა დაფიქსირდა.დაშავებულია 2, ხოლო ადგილზე გარდაიცვალა 1 პიროვნება.
ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა ასევე ქალაქის სხვადასხვა ქუჩებზე, კონკრეტულად კი-მეგობრობის,დავით გარეჯის, თოდრას,რუსთაველის ქუჩებზე დაფიქსირდა 6 შემთხევა, დაშავებულია 5 ადამიანი, ხოლო მე-16 მიკრო რაიონის, აღმაშენებლის, ფალიაშვილის ქუჩებზე ავარიების შედეგად არავინ დაშავებულა.

"ინფო რუსთავის" ბოლო თვის სტატისტიკით, რუსთავში წინა თვეებთან შედარებით ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი და დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა.