"ფეხბურთი ყველას"

2018-12-03 19:01:15

რუსთავის ახლადგახსნილ საფეხბურთო აკადემიაში ფესტივალი - ,,ფეხბურთი ყველას’’ გაიმართა.

ფესტივალში მონაწილეობას  რვა რეგიონის ბავშვთა დღის ცენტრების აღსაზრდელი და სოციალურად დაუცველი ოთხმოცი მოზარდი იღებდა.
ტურნირის გამარჯვებული ფოთის ბავშვთა გუნდი გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში თბილისის “SOS“ ბავშვთა სოფლის გუნდი ანგარიშით -3:0 დაამარცხა.

ტურნირის გამარჯვებულები და ფინალისტები, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ დააჯილდოეს.

"უკვე მეორეჯერ მასპინძლობს რუსთავი ამ ფესტივალს. მე მინდა მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას. დღეს ჩვენ ფინალური თამაშის მომსწრენი გავხდით. ეს პროგრამა სოციალურად დაუცველი და მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის შეიქმნა, რაც მათ განვითარების და წარმატების მიღწევის საშუალებას მისცემს," -განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას ირაკლი ტაბაღუამ