ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2018-12-01 22:30:20

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში. [ვიდეო/video]

ავტომობილში, რომელიც ხეს დაეჯახა 5 ადამიანი, მათ შორის 1 წლის ბავშვი იმყოფებოდა.

ავარია თბილისის ქუჩაზე მოხდა, "ტოიოტა"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

დაშავებულები ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დეტალები ნახეთ ვიდეოში.