"ხელისუფლებამ არაერთი შეცდომა დაუშვა"

2018-12-02 16:04:22

"ინფო რუსთავის" გადაცემაში მერაბ სულაბერიძემ საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასა და ხელისუფლების შეცდომებზე ისაუბრა, რის გამოც ამომრჩეველი ან არ მივიდა არჩევნებზე, ან არ მისცა ხმა "ქართული ოცნების" კანდიდატს.

"არჩევნებმა საკმაოდ მძიმედ ჩაიარა. აბსოლიტურად მოულოდნელი იყო ასეთი შედეგები, თუმცა ამის წინაპირობა არსებობდა. გარკვეული პროგნოზები გამაჩნდა, მაგრამ ასეთი კატასტროფული შედეგები არა. ამის მიზეზი ჩვენ თვალწინ გვაქვს და შეგვიძლია ამაზე საუბარი. ზოგადად პირველ ტუზეა საუბარი, პირველმა ტურმა მოგვცა რეალური მესიჯები საზოგადოებისაგან და შემდეგ ყველა დაფიქრდა, რა მიმართულებით უნდა წასულიყო მუშაობა, გაძლიერებულიყო და გარკვეული კონტაქტების აღდგენა მომხდარიყო საზოგადოებასთან"-განაცხადა მერაბ სულაბერიძემ.

მერაბ სულაბერიძე იმ რამდენიმე ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება, რის გამოც სალომე ზურაბიშვილმა პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვა.

"საზოგადოებას აქვს ყოველთვის უფრო მეტი მოთხოვნა ვიდრე არის შესაძლებლობები, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს დამოკიდებულება საზოგადოების, გამოიწვია რამდენიმე ფაქტორმა. პირველ რიგში იმ ფაქტორმა, რომ ძალიან მომრავლდა ხელისუფლებაში პორტირებული ადამიანები "ნაციონალური მოძრაობიდან". "ქართული ოცნების" ერთგული წევრები, მხარდამჭერები და ის ადამიანები, რომლებმაც თავდადებით იშრომეს ქალაქისთვის, იშრომეს საკუთარი პარტიისთვის, მისი წარმატებისთვის, 2017 წლიდან ფაქტობრივად ყველა დარჩა ყურადღების გარეშე და პოზიციების მიღმა."