შუა გამყოფ ზოლზე რკინის კონსტრუქციები მონტაჟდება

2018-12-02 14:18:53

რუსთავში, მეგობრობის ქუჩის შუა გამყოფი ზოლის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნულ მონაკვეთზე რკინის მოაჯირები მონტაჟდება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება.

კეთილმოწყობის სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია "გზატკეცილი +"აწარმოებს. როგორც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში ინფო რუსთავს განუცხადეს, სამუშაოები 7 დეკემბერს დასრულდება.