"თუ 7 ნოემბერზე ვისაუბრებთ, ვნანობ"

2018-12-02 14:19:31

რუსთავის საკრებულოს წევრმა მამუკა აბულაძემ "ინფო რუსთავის" გადაცემაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები შეაფასა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა.

მამუკა აბულაძის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები მისთვის მნიშვნელოვანი არ არის და სალომე ზურაბიშვილს მხარი მეგობრების თხოვნით დაუჭირა.

"ჩემთვის, როგორც საკრებულოს წევრისთვის, ნამდვილად არ არის მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები ბევრი მიზეზის გამო. მამუკა აბულაძეს თვითონ არც "ნაციონალური მოძრაობა" და არც მთელი მისი განაყოფი არ მოექცა სწორად. მე მეგობრებს ვედექი გვერდში, ვინც მთხოვა გვერდში დგომა და ჩემმა კანდიდატმა გაიმარჯვა"- განაცხადა აბულაძემ.

გადაცემაში მამუკა აბულაძემ 7 ნოემბრის მოვლენებზეც ისაუბრა.

"მე ხელი ჩამოვართვი ადამიანს, რომელიც მომდევნო წელიწადს რუსებს ეომებოდა. კი, ხელის ჩამორთმევა იყო შეცდომა. იქ იდგა ორი ადამიანი და შეცდომით ჩამოვართვი ხელი, თუმცა ჯარიზკაცზე ხელის ჩამორთმევა შეცდომა არასდროს არ არის, მაგრამ დარბევა იყო შეცდომა რა თქმა უნდა. თუ კი 7 ნოემბერზე ვისაუბრებთ, ვნანობ კი", - განაცხადა რუსთავის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა მამუკა აბულაძემ.