2017-02-15 19:42:45
გაგარინის ქუჩაზე 12 ძირი, მრავალწლოვანი ფიჭვის ხე მოჭრეს. უზრუნველყოფისა და გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურებმა მომხდარის შესახებ „ინფო რუსთავისგან“ შეიტყვეს. უზრუნველყოფის სამსახურში აცხადებენ, რომ მათ მიერ, აღნიშნულ ტერიტოიაზე, მხოლოდ 2 ძირი გამხმარი ხე მოიჭრა. დანარჩენი ხეების შესახებ კი ინფორმაციას არ ფლობენ.