გაზრდილი ფასები

2018-12-01 15:35:29

ბოლო პერიოდში, რუსთავის ბაზარში, სხვადასხვა სახეობის პროდუქტზე, ფასების ზრდასთან დაკავშირებით, უკმაყოფილებას გამოთქვამენ, როგორც მომხმარებლები, ისე მოვაჭრეები.

პროდუქტის გამყიდველები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში, მყიდველთა რიცხვმა საგრძნობლად იკლო, რადგან პროდუქტზე ფასი გაზრდლია. ისინი, ფასების ზრდას, ლარის გაუფასურებას უკავშირებენ.

"ძალიან არის ყველაფერი გაძვირებული. ხალხი არ მოდის ფული არ აქვთ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ვერაფერს ვერ ვყიდი, არ მოდის არავინ."-აცხადებს ერთერთი გამყიდველი.

"გასულ წელთან შედარებით, ფასებმა მოიმატა და მყიდველი ნაკლებადაა. პროდუქტის ფასს კითხულობენ, მაგრამ ყიდვით არ ყიდულობენ"- ამბობენ რუსთავის ბაზარში მომუშავე გამყიდველები.

"გაძვირებულია პროდუქტი, იაფი არაფერი არ არის, ვერაფერს ვყიდულობ და მივდივარ ისე სახლში. ჩემი პენსია წამლის ფულად არ მყოფნის", - აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები ინფო რუსთავთან

"ხორცპროდუქტებით დაწყებული, ხილით დამთავრებული, ყველა პროდუქტი ძვირი ღირს. თითქმის გაორმაგებულია ფასები".- ამბობს გულიკო ჭიკაძე.

რუსთავის ბაზარში, სხვადასხვა სახეობის კილოგრამი ხორცი, 10-დან 15 ლარამდე ღირს, ყველი - 7 ლარიდან 11 ლარამდე, 1 კილოგრამი ხილის საშუალო ფასი კი სამი ლარია.

"ოთხსულიანი ოჯახი მყავს, თვეში საშუალოდ 500-600 ლარია საჭირო, რომ ნორმალურად იკვებოს ოჯახმა. მაგრამ სამსახურიც არ არის ისეთი, რომ თვეში ამდენი ლარი დავხარჯოთ მხოლოდ კვებაში. სახლში პატარა ბავშვი, როცა გყავს იმას ხორცი აუცილებლად სჭირდება, რომელიც 14 ლარი ღირს და ხშირ შემთხვევაში ვერ ვყიდულობთ."- ამბობს ერთერთი მყიდველი.

ფასები რუსთავის ე.წ. "სტამბულის ბაზარში"

ძროხის ხორცი 14-16 ლარი

ღორის ხორცი 11-12 ლარი

ყველი 7-11 ლარი

1კგ. შაქარი 1.60 ლარი

1კგ. წიწიბურა 1.60 ლარი

1კგ. მაკარონი 1.40 ლარი

1კგ. ლობიო 5-6 ლარი

1კგ. ფქვილი 1.30

ქათამი 7-8 ლარი

თევზი 5 ლარი

1 კგ. ხახვი 1 ლარი

1 კგ. კართოფილი 1 ლარი

ზეთი 3-4 ლარი