ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2018-11-30 22:46:54

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. [ვიდეო/video]

"ოპელი"-ს მარკის ავტომობილის მძღოლი გადასასვლელზე 85 წლის მამაკაცს დაეჯახა.
ტაქსის მძღოლი რომელიც მამაკაცს დაეჯახა "ინფო რუსთავთან" აღნიშნავს რომ მან გადასასვლელზე მწვანეზე გაიარა რა დროსაც გზა ქვეითმა გადაუჭრა და სწორედ ამ დროს მოხდა დაჯახება.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

დაშავებული მამაკაცი ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ტრამვები ფეხის და სახის არეში აქვს მიღებული. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.