3 დეკემბერს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2018-11-30 17:28:25

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 დეკემბერს 10:30-დან 11:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მეგობრობის, მესხიშვილის, ფალიაშვილის, ლომოურის, კლდიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

11:00-დან 19:00 საათამდე ბოლნისის რაიონის სოფლებში მამხუთი, ნახიდური, ცურტავდაბა, თამარისი, ფარიზი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.