მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2018-11-30 10:37:21

30 ნოემბერს და 1 დეკემბერს კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.

30 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო 1 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან ზონაში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 30 ნოემბერი +7°C, 1 დეკემბერი +6°C, 2 დეკემბერი +15°C, 3 დეკემბერი +10°C.