ვინ გაიმარჯვა რუსთავში

2018-11-29 01:12:55

რუსთავის 87 საარჩევნო უბანზე ხმები დათვლილია. 84 ძირითადი საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, 46 უბანზე გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა. ჯერ-ჯერობით უცნობია გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბნების შედეგები (3 უბანი).

გრიგოლ ვაშაძეს რუსთავში 27 788-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც 51.5% შეადგენს.

სალომე ზურაბიშვილს რუსთავში 26 176-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, რაც 48.5%-ია.

კანდიდატებს შორის სხვაობა 1612 ხმა არის.

რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, უბნებზე ხმის დათვლის პროცედურები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.