საპრეზიდენტო არჩევნები 2018 დასრულდა

2018-11-28 21:31:01

საპრეზიდენტო არჩევნები 2018 დასრულდა. საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნები დილის 08:00 საათზე გაიხსნა, 20:00 საათზე კი დაიხურა.

რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 20:00 საათის მონაცემებით, რუსთავში საკუთარი არჩევანი  57 790 -მა მოქალაქემ დააფიქსირა, რაც საერთო რაოდენობის 53,49%-ია.

საქართველოს მასშტაბით გახსნილი საარჩევნო უბნები კანონმდებლობის შესაბამისად, ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა.

ამ ეტაპზე საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.