საარჩევნო ყუთის გატაცების მცდელობა

2018-11-28 20:56:39

რუსთავში, # 37-ე საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა.

როგორც ინფო რუსთავს თვითმხილველებმა განუცხადეს, ადგილი ჰქონდა საარჩევნო ყუთის გატაცების მცდელობას.

ინფო რუსთვის ინფორმაციით, დაუდგენელმა პირებმა საარჩევნო უბნის შესასვლელი კარი ჩაამსხვრიეს.

ენმ-ის წევრის ნონა გელაშვილმა  თქმით, მათთვის უცნობი პირები სავარაუდოდ უბნის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, ასევე სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

სამართალდამცველების ინფორმაციით, საარჩევნო ყუთი უბანზეა და მისი გატაცება არ მომხდარა.