ავარია რუსთავ-თბილისის მაგისტრალზე [video]

2018-11-29 00:02:47

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავ-თბილისის ავტომაგისტრალზე, რესტორან მარაბდის მიმდებარე ტერიტორიაზე. [ვიდეო/video]

ერთმანეთს ოთხი ავტომობილი დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, "ტოიოტას" მარკის ტაქსის, რომელსაც რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მგზავრი გადაჰყავდა "ჰონდას" მარკის ავტომობილი დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო, საპატრულო პოლიციის, სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა და 2 ადამიანი დაშავდა . სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ ფაქზე გამოძიება 276-ე მუხლის, 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რუსთავ-თბილისის მაგისტრალზე მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო.