რუსთავში ხმა 48 503-მა ამომრჩეველმა მისცა

2018-11-28 18:38:42

ამომრჩეველთა აქტივობა რუსთავში გაზრდილია.

17:00 საათის მდგომარეობით, რუსთავში საკუთარი არჩევანი უკვე 48 503 -მა მოქალაქემ დააფიქსირა, რაც საერთო რაოდენობის 45.05%-ია. ეს I ტურის მთლიან აქტივობაზე მეტია. რუსთავში, საპრეზიდენტო არჩევნების I ტურში იმავე დროს არჩევანი 40 085-მა მოქალაქემ დააფიქსირა.

აღნიშნული ინფორმაცია ინფო რუსთავს, რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიამ მიაწოდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით კი ხმა ამომრჩევლის 47.31%-მა მისცა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დაიხურება.

დღეს საქართველო მე-5 პრეზიდენტს ირჩევს. ეს ბოლო შემთხვევაა, როცა პრეზიდენტი პირდაპირი წესით, ხალხის მიერ აირჩევა.