პარლამენტის წევრებმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირეს

2018-11-28 14:47:13

გიორგი ბეგაძემ და მამუკა ჩიქოვანმა საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი გადაწყვეტილება უკვე  დააფიქსირეს.

"დღეს ისტორიულ არჩევანს აკეთებს საქართველოს მოსახლეობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები მშვიდ, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს. ხმა რა თქმა უნდა ძლიერ და მშვიდობიან საქართველოს მივეცი", - აცხადებს "ინფო რუსთავთან" საუბრისას საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი-გიორგი ბეგაძე.

"მე ხმა მივეცი ცვლილებას, ქვეყნის განვითარებას, წარმატებას, კრიმინალურ ხელისუფლებასთან ბრძოლას. სწორედ იმ კანდიდატის წინააღმდეგ მივეცი ხმა, ვინც  ხმამაღლა აცხადებს, რომ საქართველომ დაიწყო ომი",- ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა მამუკა ჩიქოვანმა ხმის მიცემის შემდეგ გააკეთა.

პარლამენტის წევრები რუსთავის #7 და #64 საარჩევნო უბნებზე  ოჯახთან ერთად მივიდნენ.