მანდარინის გავლენა არჩევნებზე [video]

2018-11-28 14:16:49

რუსთავში ამომრჩეველმა ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ხმა ვერ მისცა. [ვიდეო/video]

რეგისტრაციის გავლის პროცესში ამომრჩეველს განუცხადეს, რომ მას მარკირება უკვე გავლილი ჰქონდა და ხმის განმეორებით მიცემა კანონით დაუშვებელი იყო.

"მივედი უბანზე, დამანათეს და მითხრეს, რომ  მარკირება მქონდა გაკეთებული.  ვუმტკიცცებდი, რომ ხმა არ მქონდა მიცემული, მაგრამ უკან გამომიშვეს. გუშინ საღამოს მანდარინი ვჭამე, თუმცა მის მერე ბევრჯერ დავიბანე ხელი", - აცხადებს " ინფო რუსთავთან" საუბრისას ამომრჩეველი.

"საარჩევნო კოდექსის თანახმად, როდესაც ამომრჩეველს აღენიშნება მარკირება იგი ვერ აძლევს ხმას. უბანი მოიქცა კანონის ფარგლებში და აქტი შეადგინა. ქალბატონს აღენისნებოდა მარკირება", - აცხადებს №20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისის თავჯდომარემ გაგა აფციაურმა.