ამომრჩეველთა გაცილებით დიდი აქტივობა ფიქსირდება რუსთავში

2018-11-28 12:45:19

პირველ ტურთან შედარებით, ამომრჩეველთა გაცილებით დიდი აქტივობა ფიქსირდება რუსთავში.

რუსთავში, ამომრჩეველთა აქტივობამ 12:00 საათისთვის 20,14 % შეადგინა, რაც  21 762 ამომრჩეველია.

რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რუსთავში მეორე ტურისთვის სულ რეგისტრირებულია 108 034 ამომრჩეველი.

შეგახსენებთ რომ პირველი ტურისთვის, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა 107 724  ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.