ქალაქის მერმა არჩევანი გააკეთა

2018-11-28 11:49:34

რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ საკუთარი არჩევანი #1 საარჩევნო უბანზე გააკეთა. მერი არჩევნებზე, ოჯახთან ერთად მივიდა.

"მე ხმა მივეცი მშვიდობას, ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და რა თქმა უნდა ევროპულ გამოცდილებას. მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს, თანამოქალაქეებს, ყველას, რომ დააფიქსირონ თავისი აზრი, მოვიდნენ არჩევნებზე და ეს იყოს გადამწყვეტი ბრძოლა, ქვეყნისთვის და ქვეყნის წარმატებისთვის"