"ფარები, ჩაფხუტები და საძილე ტომრები"

2018-11-28 11:14:51

რუსთავში, ოდიშარიას ქუჩაზე 2 ყვითელი ავტობუსია მობილიზებული.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ფარები, ჩაფხუტები, საძილე ტომრები და კარვებია განთავსებული. რატომ დევს საზოგადოებრივ ტრანსპორტში უცნობია.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, სამართალდამცველები, რომლებიც ავტობუსებში უნდა ჩამსხდარიყვნენ და გარკვეული მიმართულებით წასულიყვნენ, მათ გადაადგილება ვერ მოახერხეს რადგან როგორც მძღოლმა აღნიშნა ტრანსპორტი მწყობრიდან გამოვიდა და სწორედ ამის გამო შეფერხდა მოძრაობა.

თუ რა მიმართულებით უნდა გადაეყვანათ სამართალდამცველები ყვითელი ავტობუსებით უცნობია. ავტობუსის მძღოლმა მარშუტთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.