ბებია და შვილიშვილი CO-თი მოიწამლნენ

2018-11-30 10:59:24

რუსთავში ლომოურის ქუჩაზე მცხოვრები ბებია და შვილიშვილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ინტოქსიკაციის ნიშნებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 19 წლის გოგოს და 68 წლის ქალის მოწამვლის მიზეზად გაზით ინტოქსიკაცია სახელდება.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტებს ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება გაეწიათ და ისინი ბინაზე არიან გაწერილები.