10:00 საათის მონაცემები

2018-11-28 10:29:31

დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებია.

10:00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობამ რუსთავში 8,5% შეადგინა, რაც 9361 ამომრჩეველა. რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რუსთავში მეორე ტურისთვის სულ რეგისტრირებულია 108 034 ამომრჩეველი.

ცნობისთვის, დღეს საქართველო რიგით მე-5 პრეზიდენტს ირჩევს.