რუსთაველები რუსთავში ვერ ბრუნდებიან

2018-11-27 21:47:05

რუსთაველები თბილისიდან ვერ მოემგზავრებიან.

"ინფო რუსთავს" რუსთაველი მგზავრი შეეხმიანა და ინფორმაციის გავრცელება სთხოვა. "დიდუბეში დგას 30 კაცამდე და მარშუტკა არ მოდის უკვე 40-45 წუთია ამ ბოლო დროს სულ ესეა, 9-ის მერე საერთოდ აღარ დადიან დიდუბეები და იქნებ დადოთ ამაზე პოსტი", - აცხადებს მგზავრი.

კომპანია "ინტერტრანსში" აცხადებენ რომ ამ დროისთვის აღნიშნულ მარშრუტზე მიკროავტობუსები უპრობლემოდ მუშაობენ.