2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რუსთავში მეორე ტურისთვის სულ რეგისტრირებულია 108 034 ამომრჩეველი.
შეგახსენებთ რომ პირველი ტურისთვის, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა 107 724 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.
1 თვეში ამომრჩეველთა რაოდენობა 310 ხმით გაიზარდა. ცესკოს განმარტებით ამომრჩველთთა რაოდენობის გაზრდა განპირობებულია 28 ოქტომბერის შემდეგ იმ პირების რიცხვის გაზრდით ვინც 18 წელს გადააბიჯა და ასევე იმ ადამიანების აქტივობით ვინც 1 ტურში, სიებში ვერ მოხვდა.
მე-20 საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში 87 საარჩევნო უბანია აქედან 3 სპეც უბანია.
საპრეზიდენტო არჩევნები ოთხშაბათს, 28 ნოემბერს გაიმართება, საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნება და 20 საათზე დაიკეტება.