პარაკლისი რუსთავის ცენტრალურ მოედანზე

2018-11-27 18:04:19

საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდად ჩატარებისთვის რუსთავში პარაკლისი გადაიხადეს.
მაღალყოვლადუსამღვდელოესმა რუსთაველმა მიტროპოლიტმა იოანემ ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად რუსთავში მერიის წინ მოედანზე  ერის მშვიდობის, კეთილდღეობისათვის და საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდად ჩატარებისთვის პარაკლისი გადაიხადა.
"უკვე ტრადიციად იქცა არჩევნების წინ პარაკლისის გადახდა. ჩვენ არაერთხელ ვიყავით მოწმე, როცა არჩევნების დროს დაპირისპირება  არასასურველ ქმედებაში გადაიზარდა. ეკლესია ყოველთვის მოუწოდებს ხალხს მშვიდობისკენ",- განაცხადა მიტროპოლიტმა იოანემ.