ინციდენტი გარდაბნის მუნიციპალიტეტში.
საქართველოს პარლამენტში გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატის სავალან მირზოევის ინფორმაციით, 69 წლის ვალერი მუხიგულაშვილი, რომელიც ქართული ოცნები წევრია, სოფელ ნაზარლოში აგიტაციას ეწოდა, რა დროსაც ის 4-მა ადამიანმა სცემა.
როგორც მირზოევი ინფო რუსთავთან აცხადებს, ოცნების აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა მიაყენეს. ფიზიკურ დაპირისპირებას კი წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღვოდა.
შსს-ში ინფო რუსთავს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძლადობას გულისხმობს.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, ამ დროისთვის ინციდენტში მონაწილე პირები ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.