საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, მარის არხის დასახლებაში საავტომობილო გზაზე ქვეითებისთვის ზებრა გადასასვლელი დაიხაზა.
აღნიშნული ქვეითად მოსიარულეებისთვის ზებრა გადასასვლელით სარგებლობას ითვალისწინებს, მძღოლებს კი ავალდებულებს, რომ გზა დაუთმონ ქვეითებს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები "რუსთავსერვის ცენტრი"-ს თანამშრომლებმა შეასრულეს.