აზოტმა პროფკავშირებთან სასამართლო დავა წააგო

2018-11-27 15:05:27

აზოტმა პროფკავშირებთან რამდენიმე თვიანი სასამართლო დავა უკვე ორ ინსტანციაში წააგო.

"სს "რუსთავის აზოტს" სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული 56 თანამშრომლის თანამდებობაზე აღდგენა და მათთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაევალა", - აღნიშნულის შესახებ განცხადება "ინფო რუსთავთან" პროფკავშირების გაერთიანების იურისტმა თამარ სურმავამ გააკეთა.

"ინფო რუსთავი" კომენტარისთვის აზოტის საწარმოს დირექტორს ლევან ბურდილაძეს დაუკავშირდა. როგორც ბურდილაძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა ისინი არ ცვლიან პოზიციას და გადაწვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

2017 წლის 25 იანვარს სს "რუსთავის აზოტის" ადმინისტრაციამ განახორციელა 330-ზე მეტი დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება, რომელთაგანაც 56-მა გადაწყვიტა, სასამართლოს წესით ედავა კომპანიის წინააღმდეგ.