კამათი და ჩხუბი რესტორანში

2018-11-27 00:14:52

რუსთავში, რესტორან "სამეფოში" ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

არსებული ინფორმაციით მამაკაცებს შორის კამათი ქალის მიმართ გამოვლენილი დამოკიდებულების გამო დაიწყო, შელაპარაკება კი მალევე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

"დავინახე რომ რამდენიმე მამაკაცი ერთმანეთს ურტყავდა, დასისხლიანებული ჰქონდათ სახე. ერთ მამაკაცს მთლიანად შემოხეული ჰქონდა ტანსაცმელი", - განაცხადა თვითმხილველმა "ინფო რუსთავთან".

რესტორნის მენეჯერი ამბობს რომ - "ჩხუბი იყო, მაგრამ სერიოზული არაფერი ყოფილა, კამათი მოხდა გარეთ ეზოში. პოლიცია მოვიდა მალევე და სიტუაციაც განიმუხტა."

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს".