რუსთავის თეატრში პროფკავშირების წევრებთან შეხვედრა გაიმართა.
პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მიმართა, მათ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა და ღიად დაუჭირა მხარი პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს-სალომე ზურაბიშვილს.
"რუსთავი ინდუსტრიული ქალაქია, ვფიქრობ აქ ძალიან ბევრია ისეთი ამომრჩეველი, რომელსაც არცერთი კანდიდატის სასარგებლოდ არ გაუკეთებია არჩევანი. წინა მთავრობის დროს გაუსაძლისი იყო კანონები, დასაქმებულებს უფლებები არ ჰქონდათ. "ქართული ოცნების" გარკვეულწილად უკმაყოფილონი ვართ, თუმცა ის მაინც იძლევა პოზიტიური გადაწყვეტილების მიღების ამბიციას, გამომდინარე იქიდან, რომ არის რაღაც ძვრები ადამიანის უფლებების გაუმჯობესებისკენ. 2020 წლისთვის, რომ რეალურად გაჩნდეს ეს რიტორიკა, ჩვენ საფუძველს ვუყრით ახალ პოლიტიკურ მოძრაობას, რომელიც ამ ეტაპზე მხარს უჭერს ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს."- განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა
რუსთავის თეატრში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ პროფკავშირის წევრები: პედაგოგები, მშენებლები, მძღოლები, მეგზევეები, მუშები და სხვა...