პრეზიდენტობის კანდიდატი ენგურთან

2018-11-26 19:09:49

სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანია შვილებთან ერთად სიმბოლურად ენგურზე დაასრულა.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს აფხაზეთიდან დევნილმა მომღერალმა, ნათია თოდუამ მხარდაჭერა გამოუცხადა. მომღერლის თქმით მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრეზიდენტობის კანდიდატის დამოკიდებულება აფხაზეთთან მიმართებაში.