ბიბლიოთეკის შესასვლელი გალამაზდა [photo]

2018-11-26 12:31:01

საზოგადოება "რუსთაველები"-ს და ააიპ რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანება-ის ერთობლივი ძალისხმევით, ბიბლიოთეკის შესასვლელი გალამაზდა ვერტიკალური ბაღით.

ვფიქრობთ, რომ განახლებული გარემო კიდევ უფრო მეტად წაახალისებს და უფრო მეტ მკითხველს გაუჩენს ბიბლიოთეკაში მისვლის სურვილს.

საზოგადოება "რუსთაველები" გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის შპს "გრინლენდი"-ს და შპს "მეტალკონსტრუქცია"-ს.