"ინფო რუსთავს" ერთერთი მომხმარებელი დაუკავშირდა და განუცხადა რომ სუპერმარკეტ "მადაგონში" ის მოატყუეს.
"ვიყიდე დაახლოებით 50 ლარის პროდუქტი. სალაროში რომ გავატარე აღმოჩნდა რომ პროდუქტში იმაზე მეტი გადამახდევინეს რაც დახლზე ფასი წერია. ვეცადე დამეზუსტებინა, თუმცა მოლარე აცხადებდა რომ მისი ბრალი არ იყო. აღნიშნული ფაქტი გავაპროტესტე რასაც შემდეგ კამათი მოყვა. მაინტერესებს რატომ იტყუებიან?", - მომხმარებელი.
"დოლარის კურსის ცვალებადობის ან აქციების გამო ხშირად ხდება ფასების განახლება. ჩვენ განახლებულ ფასებს ვაწერთ დახლებზე, თუმცა სალაროში კოდით რომ აისახოს სჭირდება გარკვეული დრო. რამდენიმე ათასი დასახელების პროდუქტი გვაქვს და ბუნებრივია ყველას რამდენიმე წუთში ვერ შევიყვანთ. მიუხედავად ამისა მაღაზიის შესასვლელში გვაქვს გამაფრთხილებელი ბანერი სადაც წერია რომ ფასთა შორის სხვაობის შემთხვევაში საკითხი გადაწყდება მომხმარებლის სასარგებლოდ და გადაიხდის იმ ფასს რომელიც ნაკლებია", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" "მადაგონის" მარკეტინგის მენეჯერმა ანი ბედინეიშვილმა.