ინციდენტი რუსთავში [video]

2018-11-25 22:56:42

ინციდენტი რუსთავში. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერს ცეცხლმოკიდებული ბენზინით სავსე ბოთლი ბინაში შეუგდეს. [ვიდეო/video]

შემთხვევა XVII მიკრორაიონში მოხდა. ბინის მესაკუთრე გოგა ინჯგია აცხადებს რომ სახლში ბავშვებს აძინებდნენ რა დროსაც ჯერ ხმა გაიგეს და შემდეგ უკვე დაინახეს ცეცხლი აივანზე.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები, შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ ფაქტზე გამოძიება სსკ 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.