მინისტრები რუსთავში

2018-11-25 18:20:04

რუსთავს რამდენიმე უწყების ხელმძღვანელი პირი სტუმრობდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, რუსთავში მოქმედი წარმოება-დაწესებულებების, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შეხვდნენ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა, საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე და მიღწევებზე ისაუბრა, ეკონომიკის მინისტრი ქალაქში არსებული ეკონომიკური მდგომარეობით დაინტერესდა, ირაკლი ქარსელაძემ კი დამსწრე საზოგადოებას დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.

რუსთავის თეატრში გამართულ შეხვედრას, ქალაქისა და მხარის ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ.