"არა ნაცებს! დაიცავი საქართველო"

2018-11-25 18:07:48

თბილისში, თავისუფლების მოედანზე "პატრიოტთა ალიანსმა" საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ იყვნენ შეკრებილები.

მხარდამჭერებს, დაურიგდა ფლაერები, რომლებზეც "არა ნაცებს! დაიცავი საქართველო" ეწერა.

სიტყვით გამომსვლელები, მიმართავდნენ მოსახლეობას, მხარი დაეჭირათ სალომე ზურაბიშვილისთვის.

"ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო დღეს. შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ ერთერთი უმნიშვნელოვანესი, ბოლო წლების საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამდენი ათასი ადამიანი, არ გამოსულა გარეთ 2012 წლის შემდეგ, როცა ჩვენ ყველამ ერთად დავამხეთ სააკაშვილის რეჟიმი. დღეს ამდენმა ათასმა ადამიანმა, 100 000-მდე ადამიანი იყო, ნომერიც კი გამოცხადდა, უარი უთხრა, არა სააკაშვილს, არა ნაც. მოძრაობას, არა სააკაშვილის და ბოკერიას რეჟიმს და იმ წარსულში დაბრუნებას. წინ საქართველოსკენ და ეს საქართველო უნდა იყოს ბედნიერი და თავისუფალი ქვეყანა, სადაც არ იქნება ტერორი, ძალადობა, ადამიანების განადგურება, გაუპატიურება, პატიმრების წამება. ამას ჩვენ აღარ დავუშვებთ. საქართველოს, სააკაშვილებს არ დავუთმობთ. აი ამ მიზნით შეიკრიბა დღეს ამდენი ათასი ადამიანი და მე ბედნიერი ვარ, რომ ასეთ სიმაღლზე დგას ქართველი ხალხი. არცერთი პოლიტიკოსი არ არის უფრო ჭკვანი ვიდრე ქართველი ხალხია და ჩემი ქება ქართველ ხალხს და ჩემი მადლიერება."- განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა