ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც რუსთავს დატბორვისგან დაიცავს 2019 წელს დაიწყება და 2020 წელს დასრულდება.
სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2019 წლის მარტის თვეშია დაგეგმილი",-ამის შესახებ ინფო რუსთავთან განცხადება ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ გააკეთა. მისივე ინფორმაციით, მზადდება პროექტი, რომელიც სანიაღვრე სისტემას მოაწესრიგებს და უხვი ნალექის დროს რუსთავში უარყოფითი შედეგების პრევენციას მოახდენს.
"გადაწყვეტილება მიღებულია იმასთან დაკავშირებით, რომ უკვე საპროექტო სამუშაოებს აწარმოებს კონკრეტული კომპანია, შემდგომ უკვე მოხდება აღნიშნული პროექტის მოწოდება და დაახლოებით მარტის თვეში მოხდება სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადება. 27 მილიონი ლარი, ეს არის ის თანხა რაც შეიძლება ღირდეს ეს პროექტი, თუმცა უფრო დიდი იქნება ის შედეგი რაც დადგება ამ პროექტის განხორციელების შემდეგ",- განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ.