ქალაქის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2019 წელს, სხვადასხვა ააიპ-ის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდა იგეგმება.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 2019 წლიდან ხელფასები 10%-15% გაეზრდებათ: ბიბლიოთეკარებს, მუზეუმის, შშმ პირების ცენტრის და ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლებს.
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელის, ლევან კავთიაშვილის თქმით, ხელფასები მოემატება მხოლოდ იმ თანამშრომლებს ვინც ზემოთ აღნიშნულ სამსახურებში მიზერულ ანაზრაურებას იღებდა.