"ევროპული საქართველო" 30-მდე აქტივისტმა დატოვა

2018-11-21 20:32:26

რუსთავში "ევროპული საქართველო" 30-მდე აქტივისტმა დატოვა.

"ევროპული საქართველოს" ჭყონდიდელის დასახლების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი მინდია კეჭაყმაძე "ინფო რუსთავთან" აცხადებს რომ - "მე დავტოვე "ევროპული საქართველო" და არჩევნებში მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილს. ჩემთვის მიუღებელია მიშა სააკაშვილი და მათი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე. მე მხარს ვუჭერდი დავით ბაქრაძეს და არა გრიგოლ ვაშაძეს. მე არ მსურს ნაციონალური მოძრაობის დაბრუნება"

მინდია კეჭაყმაძემ შტაბი 30-მდე აქტივისტთან, კოორდინატორთან და აგიტატორთან ერთად დატოვა.

"ინფო რუსთავთან" კომენტარი გააკეთა პარტია "ევროპული საქართველოს" რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნინო იმედაშვილმა, მისი თქმით - "მინდია ჩვენთან მოვიდა 17 აგვისტოს და შემოგვთავაზა რომ დაგეხმარებით არჩევნებზე, მან აღნიშნა რომ მისთვის მიუღებელი იყო სალომე ზურაბიშვილი და მზად იყო ჩვენი მხარდაჭერისთვის. მას ჩავაბარეთ ჭყონდიდელის დასახლებაში საარჩევნო შტაბი. გავიგე რომ ისინი ჩვენ პარტიას გაემიჯნენ, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ მე პირადად ვერ გავიგე მინდიას გარდა მის უკან ვინ იდგა, ისინი ჩვენი პარტიის წევრები არც არასდროს ყოფილან."