22ნოემბერს, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიადან" აცნობეს.
22 ნოემბერს 11:00-დან 18:30 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში წერაქვი, სიონი, ჯანხოში, ახკულა და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 19:00 საათამდე ბოლნისის რაიონის სოფლებში ტალავერი, კუდრო, დარბაზი და მიმდებარე სოფლებში,
12:00-დან18:00 საათამდე წალკის რაიონის სოფლებში აშკალა, ავრანლო, კიზილ-კილისა, აიაზმა, ბურნაშეთი, გუმბათი და მიმდებარე სოფლებში,
13:00-დან 17:40 საათამდე გარდაბნის რაიონის სოფლებში ვაზიანი, მარტყოფი, სააკაძე და მიმდებარე სოფლებში,
14:00-დან 14:15 საათამდე თეთრიწყაროს რაიონის სოფელბში თონეთი, ორბეთი, წვერი, მოხისი, მანგლისი, ზირბითი და მიმდებარე სოფლებში,
17:00-დან 17:40 საათამდე რუსთავში ფალიაშვილის, ლომოურის, მშენებელთა და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე მე-6-ე და მე-7-ე მიკრორაიონებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.