ქალაქის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2019 წელს, სოციალური პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხა, საწყის ეტაპზე, 300 000 ლარით გაიზრდება.
2019 წელს სოციალური პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხა სულ - 3 207 000 ლარს შეადგენს. მნიშვნელოვანი სიახლეები იგეგმება აუტიზმით დაავადებული ადამიანებისთვის. მათი წლიური დახმარება 1000 ლარის ნაცვლად 2000 ლარი იქნება.
გაიზრდება სხვადახვა სამედიცინო დახმარებისთვის გამოყოფილი თანხები, ასევე ცვლილებები იგეგმება მედიკამენტების კუთხითაც, 2019 წელს დაემატება ახალი პროგრამა დიაბეტით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად. დაუნის სინდრომის და ცერემბრალური დამბლით დაავადებული ადამიანებისთვის დახმარება 600 ლარამდე გაიზრდება.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის გამოყოფილ სასადილოებში ბენეფიციარების რაოდენობა 100-მდე გაიზრდება.
"საწყის ეტაპზე სოციალური პროგრამებისთვის 300 000 ლარით მეტი გამოიყოფა. ცოტა გავამრავალფეროვნეთ პროგრამები და გავზარდეთ ბენეფიციალების რაოდენობაც. მთავარი ინდიკატორი ჩემთვის არის ის, თუ რას მეტყვის მოქალაქე", - განაცხადა მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსმა ნინო ქვირიამ.