2019 წლის ბიუჯეტის პროექტი საკომისიო განხილვის შემდგომ ბიუროს სხდომაზე გავა, მაგრამ სავარაუდოდ ქალაქის მერიას უკან დაუბრუნდება.
პროექტში არსებულ ხარვეზებსა და თანხების გადანაწილებასთან დაკავშირებით შენიშვნები საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს და საკრებულოს თავჯდომარის მოადგილესაც ჰქონდა.
ძირითადი მოთხოვნა, რაც საკომისიო მოსმენაზე გაჟღერდა, შეეხებოდა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესის დროს მაჟორიტარების უფრო მეტ ჩართულობას, რადგან მათ ყოველდღიური შეხება აქვთ მოსახლეობასთან და იმ პრობლემებთან, რაც ქალაქში არსებობს.
"ბიუჯეტის პროექტის გეგმასთან დაკავშირებით ზოგადი შენიშვნები მაქვს, როდესაც ხდება ძირითადი დოკუმენტის შედგენა საჭიროა მაჟორიტარების ჩართულობა, რადგან თითოეული მათგანი აქტიურად მონაწილეობს მოსახლეობასთან კომუნიკაციასა და არსებული პრობლემების განხილვაში. არ შეიძლება წინა დოკუმენტი აიღო, რაღაც გადმოიწერო და უცხოეთის ბიუჯეტის გათვალისწინებით შეადგინო. 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი აუცილებრად დასახვეწი და დასაბრუნებელია", - განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით რეხვიაშვილმა.
საკომისიო სხდომაზე ასევე ისაუბრეს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხების მოცულობაზე, საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტების უსაფრთხოების საკითხზე, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის გამოყოფილ სასადილოებში ბენეფიციარების რაოდენობის გაზრდაზე, ქალაქში არსებულ სხვადასხვა პრობლემებსა და მათი მოგვარების აუცილებლობაზე.