ქარხანაში 50 ადამიანი დასაქმდება

2018-11-20 16:50:16

რუსთავში, "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს" ორგანიზებით, მარილის საწარმოს გახსნის პრეზენტაცია გაიმართა.

„ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს“ ხელშეწყობით, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, შპს „გლობალ ენტერპრაიზისს“ რუსთავი-გარდაბნის გზატკეცილზე მარილის მწარმოებელ საწარმოს ააშენებს. ბიზნესის მხარდასაჭერად კომპანიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 15512 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა.

"დღეს ხდება პრეზენტაცია პროექტის, რომელიც განხორციელდება უახლოეს  მომავალში. მოეწერა მთავრობის განკარგულებას ხელი აწარმოოს საქართველოს, პროექტის ფარგლებში, შესაბამისად გამიზნული არის რუსთავის მუნიციპალიტეტში მარილის ქარხნის გაკეთება, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი ბაზრის ჩანაცვლებას, მაღალ ხარისხიანი მინერალებით სავსე და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებების მქონე საკვები პროდუქტით. ასევე განხორციელდება მისი ექსპორტირება, როგორც ევროპაში, ასევე აშშ-ში. გამიზნულია ამ ქარხანაში 50 ადამიანის დასაქმება, მათ შორის იქნება 15 შშმ პირი. შესაბამისად, ნაწარმოები პროდუქცია იქნება მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხარისხის პროდუქტი, რომელიც მოდის ჰიმალაის მთებიდან და დამზადებული პროდუქცია განაწილდება, როგორც მეზობელ ქვეყნებში, ისე ევროპულ ქვეყნებში", - განაცხადა ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ღურცკაიმ.

საწარმო გეგმავს 1 კგ. მარილის პროდუქციის რეალიზებიდან მიღებული შემოსავლიდან 1-დან 5 თეთრამდე ფარგლებში თანხის საქველმოქმედო ფონდებში გადარიცხვას.

აღნიშნული ინვესტიცია "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარები სააგენტოს" მიერ არის მოძიებული.