შემთხვევა რუსთავში მოხდა

2018-11-20 00:12:06

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციით უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს, ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, 30 წლამდე უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი, სამედიცინო დაწესებულებაში რამდენიმე პირმა მიიყვანა და დატოვა.

პაციენტს, სავარაუდოდ მძიმე ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა მიღებული.

"ინტოქსიკაცია არის საკმაოდ სერიოზული და მძიმე. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ჰემოდინამიკა სტაბილურია და იმყოფება მკურნალობის ქვეშ", - განაცხადა ცენტრალური საავადმყოფოს მორიგე ექიმმა "ინფო რუსთავთან".