საქართველო VS რუსეთი

2018-11-19 18:13:49

ორ მატჩიანი მოსამზადებელი სერიის პირველ თამაშში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა რუსეთის U20 ნაკრები 52-12 დაამარცხეს.
შეხვედრა  რუსთავის არენაზე გაიმართა.
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა პირველი ტაიმი ანგარიშით 28-7 დაასრულეს, ხოლო საბოლოოდ თამაში 40 ქულის უპირატესობით მოიგეს.

"კმაყოფილები ვართ დღევანდელი თამაშით, არის რიგი საკითხებიც, რაც სამუშაო პროცესის დროს გამოსწორდება. შემდგომ თამაშზე შევეცდებით უფრო გავზარდოთ ჩვენი ეფექტურობა დაცვასა და შეტევაში."- განაცხადა  მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ.

უმცროსი ბორჯღალოსნების მატჩის შემდეგი ტესტ სერია 24 ნოემბერს 14:00 საათზე რუსთავის არენაზე გაიმართება.