კალათბურთის განვითარების პროგრამა

2018-11-19 17:59:23

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის, ასაკობრივი ნაკრებების დეპარტამენტისა და მწვრთნელთა კავშირის ორგანიზებით დაიწყო რეგიონებში კალათბურთის განვითარების პროგრამა, რომელიც ადგილობრივ კალათბურთის ფედერაციებთან თანამშრომლობით განხორციელდება.

რეგიონებში კალათბურთის განვითარების პროგრამა ქვემო ქართლიდან დაიწყო.
რუსთავის „ქიმიკოსთა“ დარბაზში საქართველოს ეროვნული და 20-წლამდელთა ნაკრებების მწვრთნელმა, სერბმა სპეციალისტმა მილოშ გლიგორიევიჩი საკალათბურთო კემპი ჩაატარა.
კემპში მონაწილეობას მიიღეს რუსთავისა და გარდაბნის 2004-დან 2009 წლამდე დაბადებულმა  კალათბურთელებმა.

"საქართველოს საკალათბურთო ფედერაციას  დიდი ხანია  ამ პროექტის ჩატარების იდეა ჰქონდა. ჩვენ გვინდა ბავშვებს დავეხმაროთ, რომ მიიღონ გამოცდილება და მზად იყვნენ ახალი გამოწვევებისთვის. ეს იქნება კარგი მათი წინსვლისა და განვითარებისთვის. რუსთავი პირველია, სადაც პროგრამის განხორციელება დავიწყეთ და შემდგომ ქვემო ქართლის სხვა ქალაქებშიც გადავინაცვლებთ."- განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას სერბმა სპეციალისტმა მილოშ გლიგორიევიჩმა

პროგრამის მიზანია ერთის მხრივ სასელექციო მუშაობის განხორციელება და პერსპექტიული კალათბურთელების აღმოჩენა, მეორეს მხრივ ადგილობრივი მწვრთნელებისთვის საკალათბურთო ვარჯიშების სწორედ დაგეგმარების პრეზენტაცია და  სამუშაო დაგეგმარების ჩვენება.

კალათბურთის განვითარების პროგრამა ქვემო ქართლში გაგრძელდება და შემდეგი კემპები ქალაქ ბოლნისსა და მარნეულში ჩატარდება.