სასჯელაღსრულების N5 პენიტენციური დაწესებულებაში მუშა, რომელიც სარემონტო სამუშაოებზე იყო დასაქმებული სიმაღლიდან ჩამოვარდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა დაშავებული რუსთავში, ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც "ინფო რუსთავს" ქალაქის საავადმყოფოში განუცხადეს, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
"სასწრაფო დახმარებამ შემოიყვანა ახალგაზრდა კაცი, რომელიც მისი განცხადებით, გადმოვარდა სიმაღლიდან, აქვს დაზიანება კიდურის არეში, შინაგანი ორგანოების დაზიანება ამ ეტაპზე გამორიცხულია. პაციენტი იმყოფება გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში და მიმდინარეობს კვლევები სხვა დაზიანებების გამორიცხვის მიზნით. მდგომარეობა სტაბილურია " - განუცხადა ინფო რუსთავს ექიმმა დავით გოგოძემ.
"ინფო რუსთავს" სპეციალური პენიტენციური სამსახური - "მიმდინარეობს მე-5 პენიტენციური დაწესებულების გარე ღობის სარემონტო სამუშაოები. ღობიდან ჩამოვარდა იმ კომპანიის მუშა, რომელიც სამუშაოებს აწარმოებს."