რუსთავის სპორტის სასახლის პროექტის განხორციელება დაიწყო.
სპორტული კომპლექსი სარაგბო სტადიონის მიმდებარედ აღმაშენებლის გამზირზე აშენდება.
პროექტით გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შენობის ადაპტაციის ღონისძიებები, ასევე საერთაშორისო ფედერაციების სტანდარტები დარბაზში მაყურებელთა დასაჯდომი ტრიბუნებისთვის (მათ შორის ოფიციალური ტექნიკური პერსონალის განთავსების ადგილი), სპორტსმენთა, მწვრთნელთა და მსაჯთა გასახდელებისა და სველი წერტილებისთვის საჭირო სივრცეები, კვების ობიექტებისთვის საჭირო ნორმები, მაყურებელთა განტვირთვის სქემები და სხვა.
"თანამედროვე სპორტის სასახლე ახალ ისტორიას შექმნის ჩვენი ქალაქის სპორტულ ცხოვრებაში, საშუალებას მოგვცემს, რუსთავმა უმასპინძლოს საერთაშორისო დონის ტურნირებს სპორტის სხვადასხვა სახეობებში, განაპირობებს ფიზიკურად და სულიერად ჯანსაღი თაობების აღზრდას რაც ხელს შუწყობს ჩვენი შვილების წარმატებულ მომავალს", - განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბეგაძემ.