რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩაზე წყალგამაცხელებელი აალდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ბუნებრივი აირის მილს წაეკიდა. ბინაში მოხუცები იმყოფებოდნენ.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო, სახანძრო-სამაშველო, საპატრულო პოლიცია და სოკარის ავარიული სამსახურის ეკიპაჟები. მათ დროულად მოახდინეს ბუნებრივი აირის მილის გადაკეტვა და ცეცხლის ჩაქრობა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.